პარფიუმერული მაღაზიათა ქსელი Voulez-Vous მომხმარებელს ფასდაკლების აქციას სთავაზობს. როგორც ”ფორტუნას” Voulez-Vous-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, ნინო ნოდიამ განუცხადა, მხოლოდ 2 დღით, 2 და 3 ივნისს Voulez-Vous-ში ბრენდ Givenchy-ის დღეები გაიმართება.
”აქციის ფარგლებში მომხმარებელი მიიღებს 25%-იან ფასდაკლებას არისტოკრატული ბრენდის Givenchy-ის სრულ ასორტიმენტზე. თუმცა, ფასდაკლების აქცია ჩვენი ქსელის გარკვეულ ფილიალებში იმოქმედებს- 2 ივნისს, ვაჟა ფშაველას #35–ში მდებარე , ხოლო 3 ივნისს პეკინის #17–ში მდებარე “Voulez-Vous”–ს მაღაზიებში”, – აღნიშნა ნოდიამ.
მისივე ინფორმაციით, ფასდაკლებასთან ერთად, მომხმარებელი შეძლებს ჩაეწეროს ინდივიდუალურ სეანსზე Givenchy–ის წამყვან ვიზაჟისტთან – ვიქტორია დიაჩენკოსთან (აუცილებელი პირობა, 150 ლარის შენაძენი).
”გარდა ამისა, ყოველ დახარჯულ 150 ლარზე გაიცემა გათამაშების ერთი ბილეთი, რომლითაც 3 ივნისს 20:00 სააათზე გამართულ საღამოზე, მომხმარებელი შეძლებს მონაწილეობა მიიღოს Givenchy –ის საჩუქრების გათამაშებაში”, – განმარტა Voulez-Vous-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა.