LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Tesla Model Y-ის ელექტრომობილი მკვეთრად გაიაფდა

71
teslamodelynews

კომპანია „ტესლამ“ ელექტრონული კროსოვერის Model Y-ის საწყისი ფასი შეამცირა – მოდელის 3 ათასი დოლარით გაიაფდა. ბაზარზე გამოსვლიდან 4 თვის შემდეგ ფასის მკვეთრი ცვლილება სავარაუდოდ, გაყიდვების მაღალი მაჩვენებლის შენარჩუნების სურვილით აიხსნება.

Tesla Model Y ამჟამად 49 990 დოლარი ღირს, თუკი არ ჩავთვლით სახელმწიფო სუბსიდიას, რაც შტატებში 6,3 ათას დოლარს შეადგენს. დღესდღეობით Model Y-ს სერიაში ყველაზე ხელმისაწვდომი ვერსია ორძრავიანი მოდელია, რომლის სვლის მარაგიც 508 კილომეტრს შეადგენს.

მოგვიანებით ბაზარზე კიდევ უფრო ხელმისაწვდომი ეგზემპლარი გაჩნდება და მას მხოლოდ ერთი ელექტროძრავი ექნება. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ასეთი ავტომობილი ერთი დამუხტვით 480 კილომეტრის გავლას შეძლეს. არაოფიციალური ინფორმაციით, მოდიფიკაციის ფასი მხოლოდ 45 ათასი დოლარი იქნება.

და ბოლოს, „ტესლას“ ოფიციალური ინფორმაციით, მაშინ როცა მსოფლიოში პანდემია მძვინვარებდა კომპანიამ 90,65 ათასი ელექტრომობილის რეალიზება შეძლო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები