LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: საზაფხულო კაბები ქეით მიდლტონისა და მეგან მარკლისგან

2286
megankatesummerdress

საზაფხულო კაბები თითქმის ყველა ქალის გარდერობში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. ყველაზე ლამაზი საზაფხულო კაბები კი ბრიტანელი დიზაინერების აზრით, სწორედ ქეით მიდლტონისა და მეგან მარკლის გარდერობშია.

„ფორტუნა“ გთავაზობთ ყველაზე გამორჩეულ კაბებს მათი კოლექციიდან:

ქეით მიდლტონის სტილი დახვეწილი და აკადემიურია. მაგალითად ივნისში ქეითი ეწვია ბავშვთა ჰოსპისს, სადაც ბრწყინავდა ,,ფეითფულ ბრენდის” ულამაზეს საზაფხულო კაბაში. ეს ჭრელი კაბა ქეითმა ასევე საყვარელი ბრენდის ,,რასელ ენდ ბრომლის” ესპადრელებს შეუხმა. ასევე ყველას გვახსოვს კემბრიჯის ჰერცოგინიას თეთრი ფერის ,,სუზანის” კაბა, რომელიც მას 2019 წელს უიმბლდონის ტურნირზე ეცვა. განსაკუთრებულია ქეითის ჭრელი საზაფხულო კაბა „ალექსანდრე მაქკუინის“ კოლექციიდან, რომელიც მას გერმანიასა და პოლონეთში ვიზიტისას ეცვა. ისევე როგორც ულამაზესი კოპლებიანი კაბა „მეგი მერილინის“ კოლექციიდან, რომლითაც ქეითი 2018 წელს, ახალ ზელანდიაში ვიზიტისას გამოჩნდა. „პრადას“ ულამაზესი მწვანე კავა წითელი ყვავილებით ასევე ქეითის საზაფულო კაბების გარდერობშია, ის ჰერცოგნიას 2017 წელს კენსინგტონის სასახლის ეზოში ეცვა.

რაც შეეხება მეგან მარკლს, მისი ყველაზე დასამახსოვრებელი საზაფხულო კაბაა „კაროლინა ჰერერას“ რეტრო სტილში შექმნილი ანსამბლი. ის მეგანს 2018 წელს, პოლოს თამაშის დროს ეცვა. ამავე წელს მეგანი ბრწყინავდა „მეგი მერილინის“ თეთრ კაბაში, როდესაც ის პრინც ჰარის ახალ ზელანდიაში ვიზიტის დროს ახლდა. ავსტრალიის სანაპიროზე კი 2018 წელს მეგანი ფანტასტიკურად გამოიყურებოდა გრძელ ზოლიან სარაფანში, რომელიც „მარტინ გრანტს“ ეკუთვნის. სუვაში ვიზიტის დროს მეგან მარკლიმ არჩევანი წითელი ფერის ყვავილებით დაპრინტულ კაბაზე გააკეთა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ანსამბლი გახდა ჰერცოგინიას ორსულობის პერიოდში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები