LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე ბედნიერი ადამიანები დანიაში ცხოვრობენ

166

ყველაზე ბედნიერი ადამიანები დანიაში ცხოვრობენ. მრავალმა სოციალურმა გამოკითხვამ თუ კვლევამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ დანია მსოფლიოში ყველაზე კეთილმოწყობილ ქვეყანათა შორის კვლავ ლიდერია. დანიაში არის სპეციალური ჰუგე- ტურები პარკებში, ქუჩებში, მოედნებში, ყავახანებში თუ სხვა ადგილებში და ისინი ადამიანებს საშუალებას აძლევენ, რომ თავი ძალიან ბედნიერად იგრძნონ.

აღსანიშნავია, რომ ჰუგე – ეს დანიური სიტყვაა და ცხოვრების მარტივი სიამოვნებების დაფასებას და მომენტით ტკბობას აღნიშნავს. ჰუგეს მეთოდი ნელ-ნელა მსოფლიოშიც პოპულარული ხდება. მაგალითად, ცოტა ხნის წინ ბრიტანეთში ჰუგე-ყავახანაც კი გაიხსნა. როგორც დანიელი ექსპერტი მაიკ ვიკინგი აცხადებს, ჰუგე ეს მხოლოდ ნივთები არ არის და უფრო ატმოსფერო და გრძნობებია. ანუ როცა სახლს, ახლობელ ადამიანებს და სიმშვიდეს გრძნობ. მაშინ როცა შეზღუდული ბიუჯეტით დიდი სიამოვნების მიღება შეგიძლია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g