თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინიციატივითა და თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებით, დედაქალაქს ივლისის თვეში 40 საზაფხულო ბაღი მოემსახურება. ოჯახებს, რომლებიც ჯერ ვერ ახერხებენ შვილების ქალაქგარეთ გაყვანას, შესაძლებლობა აქვთ მათ რაიონში მოქმედი საზაფხულო ბაღების მომსახურებით უფასოდ ისარგებლონ.
საზაფხულო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 3 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.
საზაფხულო ბაღების რეგისტრაცია, 19 ივნისს, 13.00 საათზე დაიწყება და 29 ივნისს დასრულდება. რეგისტრაცია იწარმოებს ელექტრონულად, საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებ-გვერდზე: www. kids.org.ge.
საზაფხულო ბაგა-ბაღებში რეგისტრირებული აღსაზრდელები, მომსახურებას მიიღებენ მხოლოდ მიმდინარე წლის ივლისის თვეში და აღნიშნული რეგისტრაცია არ ეხება 2017-2018 სააღმზრდელო წელს.
საზაფხულო ბაღების სია რაიონების მიხედვით:
გლდანის რაიონი – N153, N48, N205, N216, N186
დიდუბის რაიონი – N11, N92, N23, N15
ვაკის რაიონი – N1, N27, N142, N83, ბაგა-ბაღი „ჩიორა“
ისნის რაიონი – N202, N29, N26, N215, N182
კრწანისის რაიონი – N51, N206
მთაწმინდის რაიონი – N170, N152, N162
ნაძალადევის რაიონი – N9, N79, N60, N143, N80
საბურთალოს რაიონი – N197, N171, N112
სამგორის რაიონი – N128, N12, N210, N45, N196, N72
ჩუღურეთის რაიონი – N34, N5.