LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიამ კუკუნაშვილი: “მე ამ საპატიმროდ ქცეულ ქვეყანას ვტოვებ და სინდისი არ მქეჯნის”

1781
BeFunky-collage (8)

სუროგაციის ცენტრის „ნიუ ლაიფის” მსოფლიო ქსელის დამფუძნებელი მარიამ კუკუნაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ქვეყანას ტოვებს, სხვებს კი დღევანდელი მთავრობის ხელში გამძლეობას უსურვებს.

“ხვალ მივფრინავ ბორა ბორაზე და სრულებითაც არ მქეჯნის სინდისი, რომ ამის გამო 30 საათი ექპედიასთან გაუქმებული ბილეთების აღდგენაზე ლაპარაკში გავატარე, იქით სახმელეთო საზღვრის დაცვასთან ვაწარმოე მოლაპარაკებები, იქ ლოს ანჟელესში ლაბორატორიაში ეფოინთმენთი დავნიშნე იმიტომ რომ Air Tahiti წინა დღეს გაკეთებული Covid Test ის გარეშე ბორტზე არ აგიშვებს, პარალელურად ბორა ბორას საგარეოს ანკეტები ვავსე, ხვალ ტრაპზონამდე 10 საათი მანქანით უნდა ვიარო და თან იმის გარანტიაც არ მაქვს, იქამდე ჩავაღწევ თუ არა…

არ მქეჯნის სინდისი იმიტომ, რომ ამ უგუნური მთავრობის ყურება, რომლის ყველა უწყების პასუხი მოქალაქეებზე არის იგნორი, აღარ შემიძლია….და ვერც აპათიაში ჩავარდნილ, დაიგნორებულ ხალხს ვეღარ ვუძლებ…ამიტომაც მეგობრებო, მე ამ საპატიმროდ ქცეულ ქვეყანას ვტოვებ. თქვენ კი, დიდ გაძლებას გისურვებთ ამათ ხელში”- წერს კუკუნაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g