LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სად დავასვენოთ ბავშვი უფასოდ და უსაფრთხოდ?

3615

ზაფხულის სეზონის დადგომასთან ერთად აქტუალური გახდა კითხვა – სად დავასვენოთ ბავშვი?

საზაფხულო ბანაკები იდეალური გამოსავალია, თუ ბავშვი უკვე სასკოლო ასაკისაა,  ახალი მეგობრების შეძენა  და ზაფხულის  დაუვიწყარი თავგადასავალი სურს. საზაფხულო ბანაკების არჩევანი მრავალფეროვანია და მშობელს  არჩევანის გაკეთება ფასის , პროგრამის და ლოკაციის მიხედვით შეუძლია.  თუ გსურთ ბავშვმა მეგობრები საზღვარგარეთაც შეიძინოს,  ფუნქციონირებს უცხოენოვანი და ინტერნაციონალური ბანაკებიც.

საზაფხულო ბანაკების არჩევანის მრავალფეროვნებიდან გამომდინარე ბანაკის შერჩევისას მნიშვნელოვანია ყურადღება რამდენიმე ფაქტორზე გაამახვილოთ :  რამდენი ბავშვისგან შედგება თითეული გუნდი ,   რამდენი  მეთვალყურე მიჰყვება  ბავშვებს და როგორია მათი კვალიფიკაცია.  გასათვალისწინებელია  ერგება თუ არა ბანაკის პროგრამა და ლოკაცია  თქვენი შვილის ინტერესებს ( რამდენად უყვარს ზღვა ან მთა). მნიშვნელოვანია, მოიკითხოთ იმ ადამინთა რეკომენდაციებიც, ვინც წინა წელს კონკრეტულ ბანაკში დაისვენა. ბანაკების ხანგრძლივობა ძირითადად ერთი კვირიდან 15 დღემდე მერყეობს და ფასიც შესაბამისად, საშუალოდ,  250 ლარიდან 850 ლარამდე მერყეობს.

უფასო ბანაკები

უფასო საზაფხულო ბანაკები სკოლის მოსწავლეებისთვის  6 სხვადასხვა ლოკაციაზე განათლების სამინისტროს პროგრამის ფარგლებში  მოეწყობა.  მანავში, კაჭრეთში, სალიბაურში, ბათუმში,   წყნეთსა და  ქუთაისი ზაფხულის მანძილზე ჯამში 11 000 ბავშვი დაისვენებს. ბანაკები  20 ივნისიდან დაიწყება და სექტემბრამდე გაგრძელდება.

ბანაკებში მე-7, მე-8, მე-9 კლასის მოსწავლეები დაისვენებენ, ბავშვების რეგისტრაცია  სკოლებში მოხდება.

რაც შეხება სტუდენტებს,  მათთვის უფასო საზაფხულო ბანაკი ამბროლაურის რაიონში, შაორის ტბაზე, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ეგიდით მოეწყობა.  ბანაკში მოსახვედრად  ცენტრის ვებ- გვერდზე სპეციალური აპლიკაცია 18-25 წლამდე აქტიური სტუდენტური სტატუსის მქონე ახალგაზრდებმა უნდა შეავსონ ,  http://cync.ge/ka/application/   რეგისტრაცია 15 ივნისამდე გაგრძელდება . პირველად დარეგისტრირებული   530 გოგო და 530 ბიჭი შაორის ტბაზე 14 ივლისიდან  გაემგზავრება. ახალგაზრდების ჯანმრთელობასა  და უსაფრთხოებაზე სპეციალისტებით დაკომპლექტებული გუნდი იზრუნებს,ჯგუფებს თან სპეციალურად გადამზადებული ლიდერებიც გაჰყვებიან. ბანაკშის გასართობი პროგრამა სხვადასხვა ტიპის გასართობ ღონისძიებებს, ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდას და  არაფორმალური განათლების მიღებას ითვალისწინებს.

უფასო საზაფხულო ბანაკებს სხვადასხვა სოციალური კატეგორიის ბავშვებისთვის არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებიც უწევენ ორგანიზებას , მათი მოძიება ინტერნეტით და სოციალური ქსელის საშუალებით მარტივადაა შესაძლებელი, გაითვალისწინეთ რომ ადგილები შეზღუდულია და რეგისტრაცია დროულად უნდა შეძლოთ.

არჩევანი მრავალფეროვანია, „ფორტუნა“ ბედნიერ დასვენებას გისურვებთ.

 

თამუნა გოგუაძე

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g