LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის ორ ქუჩაზე ხვალიდან მოძრაობა შეიზღუდება

88

ახალი ტიფლისის პროექტის მეორე ეტაპის დაწყებასთან დაკავშირებით, 9 ივნისს, 12:00 საათიდან მოძრაობა შეიზღუდება ვირსალაძისა და მტკვრის ქუჩებზე.

აღნიშნული შეზღუდვიდან გამომდინარე, ავტობუსების #6,31,42,87 მარშრუტები შეიცვლიან მოძრაობას და რუსთაველის გამზირიდან ნაცვლად: თავისუფლების მოედანი – რუსთაველის გამზირი – გიორგი ჭანტურიას ქ. – ვირსალაძის ქ. – მარჯვენა სანაპირო – ბარათაშვილის ქ. იმოძრავებენ ბარათაშვილის ქუჩისკენ: თავისუფლების მოედნის – ალექსანდრე პუშკინის ქუჩების გავლით.

რაც შეეხება სამარშრუტო ტაქსებს, მარშრუტების ის ნაწილი, რომელიც თავისუფლების მოედნიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას (#4,19,31,67,72,120,131,141,176) გადიოდა გიორგი ჭანტურიას, ვირსალაძის ქუჩებზე და მარჯვენა სანაპიროზე, ამჟამად ბარათაშვილის ქუჩისკენ იმოძრავებს ალექსანდრე პუშკინის ქუჩის გავლით.

მარშრუტების ის ნაწილი, რომელიც ბროსეს ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიამდე მოძრაობისას (#15,40) გადიოდა ვირსალაძის, ათონელის, ხაზინის და ფხოვის ქუჩებზე, ამჟამად იმოძრავებს მარჯვენა სანაპიროს და ბარათაშვილის ქუჩის გავლით.

მარშრუტების ის ნაწილი, რომელიც მშრალი ხიდიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიამდე მოძრაობისას (#35,50,150) გადიოდა ათონელის, ვირსალაძის ქუჩებზე და მარჯვენა სანაპიროზე, ამჟამად იმოძრავებს  ათონელის, ვახტანგ ორბელიანის და რენა აბჟანდაძიოს ქუჩების გავლით.

მოძრაობის შეზღუდვა საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების რეაბილიტაციის დაწყების გამო, მოხდება. სამუშაოები მიმდინარე წლის ივნისში დაიწყება და ოთხი თვის ვადაში დასრულდება.

საინჟინრო–საკომუნიკაციო ქსელები, ორბელიანის მოედნის ტერიტორიაზე შვიდ  ქუჩაზე: ათონელის, ვირსალაძის, ხიდის, ფურცელაძის, ფხოვის, სობჩაკის (ყოფილი ხაზინის ქუჩა) და თაბუკაშვილის ქუჩებზე განახლდება.

როგორც ფორტუნას “თბილისის განვითარების ფონდში” განუცხადეს, ქუჩებზე მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება და განახლდება.

“სამუშაოები ეტაპობრივად განხორციელდება, რადგან შვიდივე ქუჩა ერთდროულად არ გადაიკეტოს. მთლიანი სამუშაოების ვადა დაახლოებით 4 თვეა. ამ ოთხი თვის განმავლობაში, მონაცვლეობით მოხდება ქუჩებზე მოძრაობის შეზღუდვა”, – განაცხადეს ფონდში.

magti 5g