LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავთანდილ ხურციძის ოჯახის წევრები ნიუ-იორკში მისი დაკავების ფაქტს უარყოფენ

82

მოკრივე ავთანდილ ხურციძის ოჯახის წევრები მისი ნიუ-იორკში დაკავების ფაქტს უარყოფენ, ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს.

მათი განცხადებით, ისინი ავთანდილ ხურციძეს ესაუბრნენ და სპორტსმენმა ახლობლებს განუცხადა, რომ აჟამად ისვენებს და მალე 8 ივლისისი მსოფლიო ჩემპიონატისთვის მხადებას დაიწყებს.

შეგახსენებთ, რომ ნიუ-იორკში ბრალი 33 ადამიანს, მათ შორის ქართული კრიმინალური სამყაროს 15 წარმომადგენელს – ე.წ. კანონიერ ქურდებს, რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობისთვის წაუყენეს.

ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დაკავებულებს შორის WBO-ს ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონი, ავთანდილ ხურციძე და შერეული ორთაბრძოლების UFC-ს მებრძოლი, ლევანმაყაშვილი იყო.

ოჯახის წევრები კი ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ.

შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტრო ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში ჩამოთვლილ ბრალდებულებს შორის ე.წ. კანონიერი ქურდის რაჟდენ შულაიას, ასევე ზურაბ ჯანაშვილის, აკაკი უბილავას, ჰამლეტ უგულავასა და სხვა კრიმინალების გვარები ფიგურირებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g