LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველ მოგზაურებს, ლიეტუვაში ჩასვლისას, კარანტინში ყოფნა აღარ მოუწევთ

93
vilnius-free-tour-02

საქართველოს მოქალაქეები და საქართველოს ტერიტორიაზე ლეგალურად მცხოვრები რეზიდენტები, ლიეტუვაში ჩასვლისას, სავალდებულო 14-დღიანი თვითიზოლაციის გავლას აღარ საჭიროებენ. ინფორმაციას საქართველოში ლიეტუვის საელჩო ავრცელებს.

„ლიეტუვის ჯანდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, რომელიც ასევე წარმოადგენს ლიეტუვის ეროვნული გადაუდებელი ოპერაციების ხელმძღვანელს, 2020 წლის 25 ივლისიდან, საქართველოს მოქალაქეები და საქართველოს ტერიტორიაზე ლეგალურად მცხოვრები რეზიდენტები აღარ საჭიროებენ სავალდებულო 14-დღიანი თვითიზოლაციის გავლას ლიეტუვაში ჩასვლისას. აღნიშნული გადაწყვეტილება, შესაძლოა, გადაიხედოს ეპიდემიური სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში“, – წერია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოში ლიეტუვის საელჩო ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g