იტალიელი ბიზნესმენი, ჯანლუკა ვაკი ინტერნეტვარსკვლავი რამდენიმე წლის წინ გახდა, მან ცეცხლოვანი ცეკვებით გაითქვა სახელი და „მოცეკვავე მილიონერის“ მეტსახელიც დაიმსახურა.
გასულ თვეს, 52 წლის ვარსკვლავმა ,,ინსტაგრამზე” ფოტო გაავრცელა, სადაც 25 წლის შეყვარებულთან ერთად პოზირებდა. ფოტოდან ცნობილი გახდა, რომ ვაკი და შერონ ფონსეკა პირველ შვილს ელოდებოდნენ.
ახლა ჯანლუკა უკვე ორსულ მეუღლესთან ერთად გვთავაზობს პერფორმანსებს. მილიონერმა ,,ინსტაგრამზე” ვიდეოები გაავრცელა, რომელშიც იახტაზე, მეუღლესთან ერთად ენერგიულად ცეკვავს.
https://www.instagram.com/p/CDO27CgqUJO/
https://www.instagram.com/p/CDEejDWqNxm/