LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელი შენი ფერი და რა გავლენას ახდებს ის შენს ხასიათსა და გარშემომყოფების შეგრძნებებზე

790
10a925314

წითელი
ზოგადად, წითელი ფერი სიძლიერესთან, სითბოსთან, ენერგიასთან, ბრძოლასთან და აგზნებასთან ასოცირდება. თუმცა, ამასთანავე ის განასახიერებს აგრესიულობასა და გამოწვევას. წითელი ძლიერი ფერია. ის მარტივად იქცევს ჩვენს ყურადღებას. აზიურ კულტურებში კი, წითელი გართობის, მხიარულების, დღესასწაულის ფერია.
„წითელი არის ვნებებისა და ძალის გამომხატველი ფერი. თუ გსურთ ერთი შეხედვით მოახდინოთ შთაბეჭდილება ადამიანებზე, აუცილებლად უნდა ჩაიცვათ წითელი ფერის სამოსი.“ – ამბობს იტალიელი მამაკაცის ბრენდის მენეჯერი კენი ფრაპოგი, ერედ პიზანო.როჩესტერის უნივერსიტეტის ფსიქოლოგებმა აღმოაჩინეს, რომ მამაკაცებს ეს ფერი განსაკუთრებულად სწორედ იზიდავთ.

ლურჯი
ლურჯი ფერი სტაბილურობასთან, ინტელექტთან, ნდობასა და სიმშვიდესთან ასოცირდება. თუმცა, ასევე ის სიცივესა და ემოციების ნაკლებობას. თუ თქვენ მშვიდ და სარელაქსაციო გარემოს ეძებთ, ამ გარემოცვაში ლურჯი ფერი აუცილებლად უნდა ერიოს.
ჟურნალისტი და ფსიქოლოგი ლიზა ჯონსონი წერს: „ლურჯი არის საუკეთესო ფერი, მაშინ როცა ინტერვიუზე მივდივარ, რადგან იგი ასოცირდება ნდობასა და საიმედოობასთან. აქედან გამომდინარე, ბევრ კომპანიაში, სამუშაო ფორმები ლურჯი ფერისაა.“
ლურჯი ფერის ტანსაცმელს ხშირად ირჩევს კეთილი, თანაგრძნობიანი, თავაზიანი ადამიანები, აგრეთვე მორცხვებიც.

ნარინჯისფერი
ნარინჯისფერი წითელი და ყვითელი ფერების ნარევია, ის ენერგიულობით გამოირჩევა. ამ ფერს სითბოს, ენთუზიაზმისა და მღელვარების ფერსაც უწოდებენ. კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანები ამ ფერის მიმართ უფრო მეტად დადებითად არიან განწყობილნი და მას სიხარულის, ბედნიერებისა და სინათლის ფერს უწოდებენ.
ადამიანები, რომლებიც ნარინჯისფერ სამოსს ანიჭებენ უპირატესობას, უფრო ენერგიულები და მხიარულები არიან. ისინი ყოველთვის ცდილობენ შეცვალონ საკუთარი ცხოვრება უკეთესობისკენ.

მწვანე
მწვანე სიცოცხლის ფერია. ამბობენ, რომ მწვანე ფერი ჯანმრთელობის ფერია.მწვანე ფერით ცდილობენ განკურნონ ისტერია და ნერვული დაღლილობა, როგორც დამამშვიდებელი მოქმედება.ეს არის საუკეთესო დამამშვიდებელი ფერი აბაზანასა და საძინებელში.სიმბოლურად ის უკავშირდება ჰარმონიას, ბალანსს, სიმშვიდეს.
ადამიანები,რომლებიც ირჩევენ მწვანეს ცხოვრებისეულ ამოცანას სერიოზულად უდგებიან,უყვართ დახმარება.მათი შინაგანი სამყარო მდიდარია,მაგრამ არ ჩქარობენ მის გახსნას,თუმცა თავისთავად ჩაკეტილები არ არიან.
ამსტერდამის უნივერსიტეტის მეცნიერებმა განაცხადეს, რომ მწვანე ფერის ტანსაცმლის მატარებელი ადმიანები, გარშემო მყოფებს კარგ ხასიათზე აყენებენ.ადამიანები, რომლებიც მწვანე ფერის სამოსს ანიჭებენ უპირატესობას, აქტიური ცხოვრების წესით გამოირჩევიან.

ყვითელი
ყვითელი მზის,სინათლის და ოპტიმიზმის ფერია, რომელიც გვააქტიურებს, გვასტიმულირებს და გვათავისუფლებს შიშისაგან. იგი გვინარჩუნებს სიფხიზლეს და ხელს უწყობს კონცენტრაციას.
ის ერთი მხრივ, ის ექსტრავერსიასთან, მეგობრობასთან, კრეატიულობასთნ, ემოციურ სიძლიერესა და დადებით ემოციებთან ასოცირდება. ფსიქოლოგიურად, ყვითელი თავდაჯერებულობას მოიაზრებს. მიჩნეულია, რომ ადამიანი, რომელიც ყვითელ ფერს ანიჭებს უპირატესობას, კომუნიკაბელურია და ამასთანავე, ცხოვრებისეულ გამოწვევებსაც მზადყოფნაში ხვდება.
ყურადღების სივრცეში მოსახვედრად აუცილებლად დაგეხმარებათ ყვითელი ფერის სამოსი ან აქსესუარი.
ბილბორდები, სარეკლამო ბანერები, საგზაო ნიშნები და ქუჩის ხაზები ხშირად ყურადღების მიპყრობის მიზნით ყვითელ ფერში იხატება.
ექსპერტები ამბობენ, რომ შემოქმედი და აქტიური ადამიანები ხშირად ყვითელი ფერის სამოსზე აკეთებენ კონცენტრაციას.

შავი
შავ ფერს მრავალი სიმბოლური დატვირთვა აქვს. მიუხედავად იმისა, რომ შავი ფერი სიბძნესთან, მისტიკურობასთან, სიძლიერესთან, ელეგანტურობასთან, პროფესიონალიზმთან ასოცირდება, მას ნეგატიური მნიშნელობაც აქვს. შავი ფერი მისტიკისა და ბოროტების სიმბოლოცაა. ფსიქოლოგები გვირჩევენ, რომ ოთახები, განსაკუთრებით კი საძინებელი ოთახი, არ იყოს შავ ფერში. თუმცა ეს ფერი მოდასა და ბრენდინგში სხვა დახვეწილ მნიშვნელობას იძენს.
„ შავი, ეს ის ფერია, რომელიც სერიოზულობის გამოხატულებაა“- ამბობს მოდის და სტილის ექსპერტი კარენ ჰოლერი.ფსიქოლოგიაში კვლევის მიხედვით დადგინდა, რომ შავი ფერი აღიქმება, როგორც პრესტიჟის, ძალაუფლების, სერიოზულობისა და ელეგანტურობის გამომხატველი.
შავს იყენებენ კომპანიები, რომლებსაც სურთ ხაზი გაუსვან კლასიკურობას. ეს ფერი განსაკუთრებით კარგად მუშაობს,როდესაც პროდუქციის ღირებულება მაღალია. ასოცირდება პრესტიჟთან, ღირებულებასა და დროის სიმცირესთან.

თეთრი
თეთრი გამოხატავს სისუფთავეს, სინაზეს, ახალგაზრდობას. ადამიანებში ის ასევე ასოცირდება სიცივესთან და სიფრთხილესთან. გარდა ამისა, აღმოსავლურ კულტურებში თეთრი ფერი სიკვდილთან და გლოვასთანაა დაკავშირებული, ხოლო დასავლურ კულტურებში სიცოცხლესთან, ქორწინებასა და ბედნიერებასთან. ამ ყველაფერთან ერთად, თეთრი ფერი სიწმინდესთან ასოცირდება, განსაკუთრებით კი რელიგიაში.
ადამიანებს რომლებსაც თეთრი ფერი უყვართ ახასიათებთ ოპტიმისტურობა, დამოუკიდებლობა და სილაღე. თეთრი ფერი იზიდავს საიმედო ადამიანებს, მათ უყვართ თავისუფლება და ოპტიმისტურად უყურებენ ცხოვრებას. ისინი ყველაფერში აკურატულები არიან, რომლებსაც უყვართ ახალი წამოწყებები და მიისწრაფვიან სრულყოფილებისკენ. საერთოდ თეთრი შეიძლება ატარონ ნებისმიერი ხასიათის ადამიანებმა, ვინაიდან ის ნეიტრალური ფერია.ამ ფერის მოყვარულები ორგანიზებულები და დახვეწილები არიან ნებისმიერ საკითხში.

ვარდისფერი
ეს ფერი ამშვიდებს, ადუნებს. ალბათ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ახალშობილ გოგონებს ვარდისფერ ტანისამოსს აცვამენ. ვარდისფერი ფსიქოლოგიურად ძლიერი ფერია. გარდა ამისა, ფერების ფსიქოლოგიაში ვარდისფერი იმედის ფერია და კვლევებით დამტკიცებულიცაა, რომ ის ბადებს შეგრძნებას: “ყველაფერი კარგად იქნება”.
ფსიქოლოგთა აზრით, მათ ვისაც უყვართ ვარდისფერი, უფრო რომანტიკულები, ოპტიმისტები და გულწრფელები არიან, ყველაზე მეტად აფასებს სიკეთეს და კომფორტს.

ნაცრისფერი
ეს ფერი უსაფრთხოებასთან, მოწიფულობასთან და საიმედოობასთან ასოცირდება. არის გავრცელებული ფერი ბიზნეს-კოსტიუმებისთვის, და ამ შემთხვევაში, ის შესაძლოა მეტყველებდეს პიროვნების დამოუკიდებლობზე, თვითმმართველობის კონტროლზე და თავდაჯერებულობაზე.
ამ ფერის მოყვარულები ინტელექტუალურები არიანი და შეუძლიათ საგნების სიღრმეში ჩახედვა. არ უყვართ უკიდურესობები და ყოფენ სამყაროს თეთრად და შავად. მიდრეკილი არიან ანალიზისკენ.ამ ფერს არ გადააქვს ყურადღება მნიშვნელოვანიდან,ამიტომ მას საქმიანი ადამიანები ირჩევენ.
როგორც სტილისტები ამბობენ, ნაცრისფერი ეს არის ბალანსის ფერი, არც მუქი და არც ღია.

იასამნისფერი
იასამნისფერი ასოცირდება შემოქმედობითობასთან, ის დიდ როლს თამაშობს ხელოვნებაში, თუმცა ფსიქოლოგიურად ამ ფერს ხშირად ირჩევენ ,რომლებსაც უჭირთ ცხოვრებაში რეალიზება.ძალიან კრიტიკული არიან საკუთარი თავის მიმართ.
ექსპერტების აზრით, ადამიანები, რომლებიც იასამნისფერს ანიჭებენ უპირატესობას მგრძნობიარეები და ემოციურები არიან. რაც შეეხება ამ მოდის ინდუსტრიას წარსულში, იასამნისფერი ხშირად წარმოადგენდა მაღალი კლასის საზოგადოების შესაფერის ფერს. ის ასოცირდება სიმდიდრესთან, დახვეწილობასთან და ფუფუნებასთან.
ამბობენ რომ კლეოპატრას საყვარელი ფერი იასამნისფერი იყო. იმ პერიოდში, მხოლოდ მდიდარ ადამიანს შეეძლო ჩაეცვა ამ ფერის სამოსი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g