LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცნობილი სახეები, რომლებმაც ბოლო პერიოდში „რუსთავი 2“ დატოვეს

334

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გარშემო ვნებათაღელვა არ ცხრება. ჯერჯერობით გაურკვეველია, რჩება თუ მიდის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან ნიკა გვარამია. ცნობილია, რომ ზაალ უდუმაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ სახელზე კენჭისყრას მერის პოსტზე აპირებს, შესაბამისად, ის „რუსთავი 2“-ს დატოვებს, რაც ტელევიზიისთვის ძალიან დიდი დანაკარგი იქნება. თანამდებობა დატოვა ტელეარხის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა გიორგი ლაფერაშვილმა, რომელიც ჟურნალისტმა ნოდარ მელაძემ ჩანაცვლა.

მანამდე კი არხი რამდენიმე ცნობილმა სახემ დატოვა და ყველა მათგანი კონკურენტ არხზე, „იმედში“, გადავიდა.

პირველი გახდა ეკა ამირეჯიბი, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა „რუსთავი 2“-ის დილის ეთერში, ასევე მონაწილეობდა ტელესერიალში „ჩემი ცოლის დაქალები“, მან არხი დატოვა და „იმედზე“ გადაინაცვლა, სადაც ყველაზე მსხვილი პროექტების წამყვანი გახდა, ამთ შორის „იმედის დღე“ და „ცეკვავენ ვარსკვლავებია“. თავის დროზე სხვა ტელევიზიაში აგდასვლის აუცილებლობაც ამით ახსნა, რომ „იმედზე“ უფრო დიდი შესაძლებლობები ეხსნებოდა.

„ჩემი ცოლის დაქალებიდან“ „იმედზე“ „დღის შოუში“ გადაინაცვლა ასევე მსახიობმა ლელა მებურიშვილმა. ამავე სერიალმა ამავე მიზეზით დაკარგა თავისი კიდევ ერთი პოპულარული პერსონაჟი, ცოტნე ცოტაშვილი. გიორგი ბახუტაშვილი „იმედმა“ ჯერ „შენ შეგიძლია ცეკვის“ წამყვანად მიიწვია, შემდეგ კი „მეგობრების“ და „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მონაწილედ, შესაბამისად, სერიალში მისი პერსონაჟი დროებით გაჩერებულია.

ყველაზე ხმაურიანი გამოდგა „რუსთავი 2“-დან წლების მუშაობის შემდეგ სპორტული კომენტატორის, დიმა ობოლაძის გადასვლა. „შუა დღისა“ და „კურიერის“ სპორტული ბლოკის წამყვანი „რუსთავი 2“-თან იმდენად დიდი ხნის განმავლოობაში ასოცირდებოდა, რომ როცა „იმედზე“ წასვლის გადაწყვეტილება მიიღო, ყველა აღნიშნავდა, „იმედზე“ რომ გადავრთავთ და იქ დიმას დავინახავთ, მაინც „რუსთავი 2“ გვეგონებაო… დიმამ თავისი გადაწყვეტილება უკეთესი პირობების შეთავაზებით ახსნა.

ახლახან კი „კურიერი“ დატოვა „რუსთავი 2“-ის კიდევ ერთმა ჟურნალისტმა, ნატა მახვილაძემ. ის რამდენიმე დღეში „იმედის“ საინფორმაციო გამოშვებაში გამოჩნდა, სადაც ჩართვაზე იდგა, სტუდიიდან კი მას „რუსთავი 2“-ის ძველი სახე, ნანა ლეჟავა ესაუბრებოდა.

როგორც ამბობენ, „რუსთავი 2“-დან ჟურნალისტების გადინება ჯერჯერობით არ დასრულებულა, თუმცა ოფიციალური იფორმაცია ამასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე არსად გაჟღერებულა.

magti 5g