LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არასრულწლოვანზე ძალადობის ბრალდებით ბიძა და ბაბუა დააკავეს

170
BeFunky-collage (3)

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოჯახში ძალადობის ბრალდებით 2 პირი დააკავა. უწყების ინფორმაციით, დაკავებულია ბიძა და ბაბუა, რომლებიც გამოძიების ინფორმაციით, არასრულწლოვანზე ფიზიკურად სისტემატურად ძალადობდნენ.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული დ.ი. და 1962 წელს დაბადებული ზ.ი. ოჯახში ძალადობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2006 წელს დაბადებულ ნ.ა.-ზე ბიძა და ბაბუა – დ.ი. და ზ.ი., გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად სისტემატურად ძალადობდნენ.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ ოჯახში ძალადობას გულისხმობს.”- ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g