LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თეგეტა მოტორსმა“ სასწავლო ცენტრი გახსნა

118

რუხის სავაჭრო ცენტრში,   კომპანია „თეგეტა მოტორსმა“ სასწავლო ცენტრი „თეგეტას აკადემია“ გახსნა და   არსებული ფილიალი გააფართოვა.

როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, სასწავლო ცენტრი აღჭურვილია საკონფერენციო დარბაზებით, კომპიუტერული ლაბორატორიითა და ბიბლიოთეკით. მათივე ცნობით, სასწავლო ცენტრის მიზანია პროფესიული განათლების პოპულარიზაცია რეგიონში, ახალი მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება ავტო მომსახურების სფეროში და მათი შემდგომი დასაქმება დასავლეთ საქართველოს ფილიალებში.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, „თეგეტას აკადემია“ უზრუნველყოფს ავტორიზებული  პროფესიული პროგრამების შესწავლას ავტომობილების მიმართულებით (დუალური განათლების მოდელი), სწრაფი გადამზადების კურსებს, სტუდენტურ  სემინარებსა და ტრენინგებს საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით, როგორებიცაა: ”ბოში”, ”მოტული”, ”პორშე”, ”ტოიოტა” და სხვა წამყვანი ბრენდები. აქვე განხორციელდება დასავლეთ საქართველოს ფილიალებში მომუშავე თანამშრომელთათვის კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგები.

ცნობისთვის, „თეგეტა მოტორსმა“ რუხის სავაჭრო ცენტრის ფილიალში დამატებით 350 000-მდე ლარის ინვესტიცია ჩაიდო და 40-მდე  ადგილობრივი დაასაქმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g