ყველა დროის ყველაზე დიდებული ანგელოზი, ბრაზილიელი სუპერმოდელი, ადრიანა ლიმა, “ალი და ნინოს” ქანდაკებით მოიხიბლა.
მან საკუთარ “ინსტაგრამ” გვერდზე ვიდეო გააზიარა.
“მომწონს” – წერს მოდელი.
„ალი და ნინოს ქანდაკება” ბათუმის ბულვარში, ე.წ. პანორამული ბორბლის მიმდებარე ტერიტორიაზე ოფიციალურად 2015 წელს გაიხსნა.
კომპოზიცია ყველა შეყვარებულის ურთიერთმიზიდულობის სიმბოლოს წარმოადგენს და მისი ნახვა ბათუმში ჩასული ნებისმიერი ტურისტის პროგრამაშია.