LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს მე-6 000 000 ტურისტის კლიპი კანის ფესტივალის გამარჯვებულია

94

მე-6.000.000 ტურისტის შესახებ გადაღებული ვიდეორგოლი კანის ლომების ფესტივალზე ვერცხლის და ბრინჯაოს ლომის მფლობელი გახდა. კლიპის გადაღება საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით განხორციელდა, რომელიც საქართველოში მე-6.000.000 ტურისტის შემოსვლას ეძღვნება.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოში 2016 წელს რეკორდული რაოდენობის ტურისტი ჩამოვიდა. მათივე ინფორმაციით, ეს არის პირველი წელი საქართველოს ისტორიაში, როდესაც ქვეყანაში 6 მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაური შემოვიდა. სწორედ ამ მოვლენის აღსანიშნავად დამზადდა კლიპი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g