მომღერალი ადელი ლონდონში მდებარე სახანძრო სადგურს ესტუმრა და ის თანამშრომლები მოინახულა, რომლებიც 14 ივნისს, გრენფელ თაუერში გაჩენილი ხანძრის შედეგად ადამიანებს ეხმარებოდნენ.
როგორც ერთ-ერთმა მეხანძრემ მოგვიანებით სოციალურ ქსელში დაწერა, ვარსკვლავი მათთან ჩაის დასალევად და მოსაკითხად მივიდა.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას, ტრაგედიის ადგილას ადელი მეუღლესთან, საიმონ კონეკისთან ერთად იმყოფებოდა. თვითმხილველების თქმით, მომღერალი დაზარალებულების დახმარებას ცდილობდა.