LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაკავებული ქირურგი ვახტანგ ყიფიანი განცხადებას ავრცელებს

539
1596832515-117115429-3348726088483367-7272615316170506949-n

“მცირე თეორიული შანსიც კი რომ არსებობდეს, ჩემს რაიმე ქმედებას გამოეწვია ახალგაზრდა გოგონას ასეთი მძიმე მდგომარეობა, დაუფიქრებლად დავიკავებდი ბრალდებულის სკამს”,-ამის შესახებ თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული დაკავებული ქირურგის, ვახტანგ ყიფიანის განცხადებაშია აღნიშნული.

ექიმი ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს და აღნიშნავს, რომ თავის სიმართლეს აუცილებლად იპოვის.

„გადავწყვიტე, გამოვეხმაურო ჩემს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და წაყენებულ უსაფუძვლო ბრალდებებს.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მცირე თეორიული შანსიც კი რომ არსებობდეს, ჩემს რაიმე ქმედებას გამოეწვია ახალგაზრდა გოგონას ასეთი მძიმე მდგომარეობა, დაუფიქრებლად დავიკავებდი ბრალდებულის სკამს. ფაქტი ერთია – პროცედურის დროს, რამაც ასეთი სამწუხარო შედეგი დააყენა, არ განმიხორციელებია არც ერთი მანიპულაცია. ეს გარემოება კიდევ უფრო მძიმეს ხდის ჩემს დღევანდელ მდგომარეობას.

მინდა, მადლიერება გამოვხატო მეგობრების, ოჯახის, სამედიცინო საზოგადოებისა და ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელთა მხარდაჭერა და გვერდში დგომა მიადვილებს თავისუფლების აღკვეთაში გატარებულ ყოველ დღეს.

თხოვნით მივმართავ ჯანდაცვის მინისტრს, ქ-ნ ეკატერინე ტიკარაძეს, გაეცნოს საქმის დეტალებს და მოახდინოს რეაგირება შეხედულებისამებრ. მე მაქვს თქვენი მხარდაჭერის იმედი.

ასევე, გთხოვთ ყველა კეთილის მსურველს, თავი შეიკავოს ამ თემის პოლიტიზებისგან. კატეგორიულად ვემიჯნები ნებისმიერ მცდელობას, ეს შემთხვევა გამოყენებული იქნას სხვა მიზნებისთვის.

მედიცინა – საქმე, რომელიც მთელი ჩემი ცხოვრებაა, თავის სიმართლეს აუცილებლად იპოვის. მჯერა, დეტალური გამოძიების და სასამართლოს გზით, უმოკლეს ვადაში, გაირკვევა სიმართლე.

კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის!“ – აღნიშნულია ვახტანგ ყიფიანის განცხადებაში.

თბი­ლი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი გულ­გრი­ლო­ბის, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით თაღ­ლი­თო­ბი­სა და უკა­ნო­ნო სა­ე­ქი­მო საქ­მი­ა­ნო­ბის ფაქ­ტზე ცენ­ტრა­ლუ­რი კლი­ნი­კის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი გი­ორ­გი ლობ­ჟა­ნი­ძე და ცნო­ბი­ლი ან­გიო ქი­რურ­გი ვახ­ტანგ ყი­ფი­ა­ნი გა­სულ კვი­რას და­ა­კა­ვეს.

მათ­თან ერ­თად ბრა­ლი და­უს­წრებ­ლად წა­რედ­გი­ნა ანეს­თე­ზი­ო­ლოგ მაგ­და ხო­შო­ლა­ვას, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად იტა­ლი­ის ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში საქ­მი­ა­ნობს.

გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, „თბი­ლი­სის ცენ­ტრა­ლურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში“ პა­ცი­ენტს ოპე­რა­ცია იტა­ლი­ი­დან მოწ­ვე­უ­ლი ექი­მე­ბის ნაც­ვლად, შე­სა­ბა­მი­სი ლი­ცენ­ზი­ის არმ­ქო­ნე პი­რებ­მა გა­უ­კე­თეს, რის შე­დე­გა­დაც 25 წლის გო­გო­ნას მდგო­მა­რე­ო­ბა დამ­ძიმ­და და ის 20 თვეა კო­მა­შია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g