გუშინ ,,უღრან ტყეში” ხელოვანთა გაერთიანება კონცეპტArt-ის ფესტივალი გია ყანჩელის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამოთი დაიხურა. შესრულდა მაესტროს მიერ კინოსა და თეატრისთვის შექმნილი ცნობილი მელოდიები. მონაწილეობას მიიღეს ნიკოლოზ რაჭველმა, გიორგი ცაგარელმა, ნატო მეტონიძემ, ლიზა ბაგრატიონმა და ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მუსიკოსებმა. საღამოს ფინალურ ნაწილში სურპრიზად ნიკოლოზ რაჭველმა ბექა გოჩიაშვილი მოიწვია, რომელმაც გია ყანჩელი ორი კომპოზიცია შეასრულა ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად.
სოციალურ ქსელებში საფესტივალო after farty-ის ვიდეოებიც გამოჩნდა. ბექა გოჩიაშვილმა, კონცერტს მიღმა, აკომპანემენტი გაუწია არაჩვეულებრივ პიანისტს, გიორგი გიგაშვილს, რომელმაც ,,ქარი კვლავ არხევს ნაცნობ ლელიანს” და ,,იძინებს მზე” შეასრულა. ამ პერფორმანსს სიამოვნებით ადევნებდა თვალს იქ მყოფი ნატო მეტონიძე.
,,უღრან ტყეში” გამართული ფესტივალის ავტორი, პროდიუსერი თეონა ჯორბენაძე გახლდათ.