LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერა: კაილი მინოუგი კომპოზიციაზე Say Something კლიპს ავრცელებს

188
31728016-0-image-a-14-1596932869522

გასულ თვეს, „გრემის“ მფლობელმა პოპ-მომღერლმა, კაილი მინოუგმა ახალი სინგლი, Say Something გამოუშვა. ახლა კი 52 წლის ვარსკვლავი აღნიშნულ კომპოზიციაზე კლიპს ავრცელებს. ტრეკი მის მომავალ ალბომში, Disco შევა, რომელიც გაყიდვაში 6 ნოემბერს ჩაეშვება.

უნდა აღინიშნოს, რომ ვარსკვლავი თავის ჩვეულ სტილს არ ღალატობს, კლიპი საოცრად ფერადი და მბრწყინავია. ნამუშევრის ავტორი ბრიტანელი რეჟისორი, სოფი მიულერი გახლავთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები