დღევანდელი დღეს ყურადღებას ითხოვს მიმართულებადაკარგული მთვარის მიმართ, ამ დროს, უარყოფითი მთვარის ენერგია ჩვეულებრივზე მეტად ადუნებს ყურადღებას, რაც შეიძლება არასასურველი ტრავმებისა და ავარიების მიზეზი გახდეს. დღე ასევე გეომაგნიტურია, რაც ადამიანთა გულ-სისხლძარღვოვან და ნერვულ სისტემას პრობლემებს შეუქმნის, შესაძლოა წნევასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა იჩინონ თავი, ამიტომ დაისვენეთ და წამლების პროფილაქტიკა მიიღეთ.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – კარგი დღეა საოჯახო ტექნიკის, ავეჯის, პარფიუმერიის, კოსმეტიკის, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, სამშენებლო მასალებისა და უძრავი ქონების შესაძენად. პოზიტიური დღეა სიყვარულისა და ქორწინებისთვის, შემოქმედებითი მუშაობისთვის, მცენარეების დარგვა-გადარგვისათვის, კულტურული ღონისძეებეის ჩასატარებლად. მოერიდეთ ურთიერთობების გარჩევას.
ჯანმრთელობა – დღეს სუსტდება ფილტვების ზონა, ბრონქები, ხელები და მხრები, ოპერაციები ამ ორგანოებზე განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა არ შეიძლება.
დღის ფერები და მინერალები – ყავისფერი, ლიმონისფერი, ცისფერი და ვერცხლისფერი. მინერალებიდან გამოიყენეთ აქატი, მალაქიტი, ონიქსი, მარჯანი, თოფაზი, ეს ქვები თქვენდამი დადებით კოსმიურ ენერგიებს მოიზიდავს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კირჩხიბისა და თხის რქისათვის, დღე დაძაბულია ლომთათვის და სასწორთათვის.