23 ივნისს, 5 წლის წინ, თბილისის სატრანსპორტო სისტემას ახალი საბაგირო გზა დაემატა.
რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა გახსნის დღიდან მალევე გახდა პოპულარული, როგორც თბილისელებისთვის, ასევე ქალაქის სტუმრებისთვის და თბილისის ერთ-ერთ ღირსშესანიშნავ ტურისტულ ადგილად იქცა.
საბაგირო ერთმანეთს აკავშირებს რიყის პარკსა და ნარიყალას ციხე-სიმაგრეს. გონდოლიდან მგზავრს თვალწინ ეშლება ქალაქის ულამაზესი ხედები.
რიყე-ნარიყალას საბაგირო გზის სიგრძე 500 მეტრია. იგი 7 გონდოლას მოიცავს, აქედან 6 შემინულია, ხოლო ერთი სრულიად გამჭვირვალე.
საბაგირო ადაპტირებულია შეზღდული შესაძლებლობების მქონე პირებზე.
რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა ყოველწლიურად მილიონზე მეტ მგზავრს ემსახურება. 2016 წელს კი რეკორდული რაოდენობის (1,5 მილიონი) მგზავრი გადაიყვანა.