გარკვეული ფიზიკური პირები 200-ლარიანი დახმარების პროგრამის რეგისტრაციისთვის მოქალაქეებს ფასიან მომსახურებას სთავაზობენ, ვაფრთხილებთ თითოეულ მათგანს, ეს არის კრიმინალი და რეაგირება მოხდება – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალაიამ განაცხადა.
„ჩვენამდე მოვიდა ძალიან ცუდი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არსებობენ ფიზიკური პირები, რომლებიც მოქალაქეებს ონლაინრეგისტრაციაზე ფასიან მომსახურებას სთავაზობენ. მინდა გავაფრთხილო თითოეული მათგანი, რომ ეს არის კრიმინალი და შესაბამისი რეაგირება მოხდება ჩვენამდე მოსულ ყველა ასეთ ფაქტზე. ეს არის უფასო მომსახურება, რომელსაც ბავშვიანი ოჯახები მიიღებენ მთავრობისგან“, – აცხადებს ბარკალაია.
მისივე თქმით, ეს არის სახელმწიფოს მიერ ბავშვიანი ოჯახებისთვის შეთავაზებული დახმარება და არ სურთ, რომ გარკვეულმა ძალებმა ამ პროცესის პოლიტიზირება მოახდინოს.
200 ლარიან დახმარებას ჯერ არდაბადებული ბავშვებიც მიიღებენ