ირმა ხეცურიანი ეტლით ფარიკაობაში მსოფლიო თასის გათამაშების გამარჯვებულია. მან პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ეტლით ფარიკაობაში საუკეთესო შედეგი აჩვენა.
ხეცურიანმა ფინალში ტაილანდელი პარამოფარიკავე ანგარიშით 15:8 დაამარცხა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
ორშაბათიდან ტურნირში 23-წლამდე პარასპორტსმენები ჩაერთვებიან. პარამოფარიკავე ნინა თიბილაშვილი ორივე ასაკობრივ ჯგუფში დაიცავს საქართველოს ღირსებას.
მსოფლიო თასის ვარშავის ეტაპი 7 ივლისს დასრულდება.