ამერიკის პირველმა ლედიმ მელანია ტრამპმა თეთრი სახლის განახლებული ვარდების ბაღი წარადგინა. სივრცე, რომელსაც პირველი ლედი რესპუბლიკური ეროვნული კონვენციისადმი სიტყვით გამოსვლისთვის გამოიყენებს.
ბაღის განახლება და აღდგენა მელანია ტრამპმა ერთი თვის წინ დააანონა. მაშინ პირველმა ლედიმ განაცხადა, რომ გაკეთდებოდა ახალი ბილიკები და სხვადასხვა ჯიშები ერთმანეთისგან გამოიყოფოდა.
გარდა ამისა, Covid-19-ის ეპოქაში სწორედ ეს სივრცე გახდება პრესკონფერენციების ადგილი, იმისთვის რომ ჟურნალისტებიც და თეთრი სახლის რესპონდენტებიც უფრო დაცულები იყვნენ და სოციალური დისტანციის შენარჩუნება შეძლონ.
როგორც ცნობილია, ბაღში ტრამპმა და მელანიამ უკვე მოაწყეს დახურული მიღება თუმცა, სტუმრების სია არ გასაჯაროვებულა.
VIDEO: Renovated White House Rose Garden. Notable changes:
-New limestone pathways form an outer border around the grass and an inner border for the boxwood and flowers.
-10 crabapple trees were taken to the offsite to be cared for and will be replanted around WH grounds. pic.twitter.com/ibnYHfvQMY
— CSPAN (@cspan) August 22, 2020
ამერიკული მედია წერს, რომ რესტავრირებული ვარდების ბაღი, კენედის დროინდელს ჰგავს, რომელიც 1962 წელს რეიჩელ “ბანი” მელონის მიერ შეიქმნა.
ვარდების ბაღი კერძო შემოწირულობებით განახლდა და ღირებულება ცნობილი არ არის.