LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა უნდა იცოდეთ კრედიტორზე, რომელიც ვალის გადახდის მიზნით გაშანტაჟებთ?

119

შეუძლია თუ არა კრედიტოფიცერს სესხის ვადაგადაცილების შემთხვევაში მოქალაქეზე ზეწოლის განხორციელება?

ამ კითხვაზე პასუხი ბევრს აინტერესებს, რადგან ე.წ. პრობლემური სესხების ამომღებები და მათი მიდგომები საკმაოდ აქტუალური თემაა და არაერთხელ გამხდარა სკანდალის მიზეზი. უამრავი ჩანაწერი გავრცელდა იმის შესახებ, როგორ აშანტაჟებენ ისინი მოქალაქეებს, რომელთაც სესხის პროცენტის გადახდა გადააცილეს.

“ფორტუნა” ამ კითხვით საადვოკატო ბიურო OK & CG-ის დაუკავშირდა.

OK & CG-ის ადვოკატის, ქეთვან ქავთარაძის განმარტებით,   სესხის გადაუხდელობის შემთხვევაში, ბანკის კრედიტოფიცერს  შეუძლია, თქვენ ან თავდებ პირს  მოსთხოვოს თანხის გადახდა.  თუმცა   მუქარის ან რაიმე ფორმით ზეწოლის  განხორციელების უფლება არ აქვს.

უფრო მეტიც, ეს კანონდარღვევაა და თუ მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა, თქვენ შეგიძიათ პოლიციას მიმართოთ.

“კერძო საკუთრებაში უნებართვოდ შეჭრა კანონსაწინააღმდეგო ქმედებაა. მუქარა კი სისხლის სამართლის დანაშაულია და მსგავს შემთხვევაში მნიშვნელოვანია მიმართოთ პოლიციას.“- აღნიშნა ქავთარაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g