LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ჯანელიძე: “საქართველოს მთავრობა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მტკიცე პოლიტიკას აწარმოებს”

66

საქართველოს მთავრობა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მტკიცე პოლიტიკას აწარმოებს, –  ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ჟურნალისტებს განუცხდა.

მინისტრის თქმით, არასდროს საქართველოს საკითხი არ ყოფილა ასე აქტუალური საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, როგორც დღეს და არასდროს რუსეთის პასუხისმგებლობა არ დამდგარა ასე მკაცრად, ყველა ფორმატში.

“ეს პოლიტიკა უკავშირდება ჩვენი ტერიტორიის გამთლიანებას, დეოკუპაციას და კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებას და ამ პოლიტიკას ვახორციელებთ ბევრად უფრო წარმატებით, ვიდრე ის ადამიანები, რომლებიც ჩავიდნენ საოკუპაციო ხაზზე და როდესაც თვითონ ახორციელებდნენ ამ პოლიტიკას, ხელი შეუწყვეს ამ პროცესის წარუმატებლობას”,- განაცხადა ჯანელიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g