LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,თუ არჩევნებში ჩარევა მომინდება, ჩავერევი” – მეუფე იაკობი

140
Capture

“პარტიულ შეკრებებს არ ვესწრები, რადგან ღმერთი მყავს არჩეული”, – ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა. მეუფეს თქმით, მედია მიკერძოებულია, მიმდინარე პროცესებს არასწორად აშუქებს და წინაასაარჩევნო პერიოდში მმართველი გუნდის ლიდერების ეკლესიაში მისვლა ან სასულიერო პირების წასვლა პარტიულ აქტივობებზე, არჩევნებში ჩარევა არ არის.

“შეხედეთ რა ტელევიზიებს, გადახედეთ. ჩატარდება წირვა, დღესასწაულია თუ რაღაც. ხელისუფლებიდან თუ მოვიდა ვინმე, პირკატა ეცემათ ხოლმე და ტელევიზიებიდან, ფაქტობრივად, დიქტორები გველაპარაკებიან და ეს არის ძირითადად ყველა პარტიული ტელევიზია. თავისუფალი ტელევიზია მე პირადად საქართველოში არ ვიცი. არჩევნებში თუ მინდა ჩარევა, სულ არ მჭირდება რაღაცა. გამოვალ ვიტყვი და ამიტომ ჭკვიანად უნდა იყვნენ ჭკვიანად და ტყუილად ნუ გვაბრალებენ რაღაცას.თუ უნდათ რომ ჩავერიო, ნახავენ რომ ჩავერევი და არ მგონია მაგათთვის სასიკეთოდ დამთავრდეს და ამიტომ ჭკვიანად იყვნენ და ნუ ეშინიათ”, – განაცხადა მეუფემ.

მთავარეპისკოპოსმა ასევე აღნიშნა, რომ ის ეკლესიაში ყველას იღებდა და მიიღებს განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა.

“ხელისუფლება შეიცვალა. ისინი მოდიოდნენ ხოლმე, დასჯის რომ ეშინოდათ და მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ ბევრი ვიცოდი, რომ სისხლში გასვრილი არ იყო, წინა ხელისუფლებაზე ვლაპარაკობ. ძალიან ბევრს დავეხმარე, რომ იცოდეთ. პარტია უფრო დიდია თუ ქართველობა? ჩემი ქართველები არიან, ჩემი საქართველოს შვილები არიან და ახლა ვინც არ უნდა მოვიდეს აბსოლუტურად ყველას მივიღებ”, – თქვა მეუფე იაკობმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g