LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მტკვარში, ფეკალური მასები ჩაედინება” – ვიდეო

224

“ორთაჭალჰესთან მტკვარში, ფეკალური მასები ჩაედინება” – ამის შესახებ საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი წერს და ვიდეოს ავრცელებს.

“წინასწარ ბოდიშს გიხდით კადრების არაესთეტიურობის გამო, მაგრამ აქ ჩვენი ქალაქის სამარცხვინო რეალობა ჩანს. ორთაჭალჰესთან მტკვარში ღიად ჩაედინება ფეკალური მასა. ეს არის სწორედ სამშენებლო ქაოსის შედეგი. ესაა იმის შედეგი რომ არავინ აკონტროლებს მშენებლობის დროს რომელი კოლექტორი სადაა დაერთებული. აქ თვალნათლივ ჩანს რომ ვიღაცეებს დაენანათ ფული საკალანიზაციო ქსელის მოწყობაზე და პირდაპირ დააერთეს სანიაღვრე კოლექტორს. შედეგად ფეკალიები ჩადის მტკვარში. ვიღაც მერე აქ თევს იჭერს და ყიდის, ცოტა ქვემოთ ამ წყლით ირწყვება მინდვრები და მერე ისევ ჩვენ ვჭამთ მწვანილს. არაფერს ვამბობ ჰაერის მოშხამვაზე. კაცი პატრონი და გამკონტროლებელი არაა. მერიას სძინავს, კომპანია GWP-ის რომ ჰკითხო მათ არაფერი ეხებათ. არადა, ეს ხდება შუა ქალაქში, ეს საძაგლობა ხდება ჩვენს თვალწინ. ამ ყველაფერს მოწესრიგება, მოგვარება სჭირდება”, – წერს ელისაშვილი.

 

შეგახსენებთ, რომ მტკვარში, დიდი ოდენობით ნაგვის მასის გამოჩენის გამო, “ფორტუნამ” სცადა გაერკვია, ვის ევალება მტკვრის სისუფთავეზე ზრუნვა და კალაპოტის დასუფთავება.

მერიაში და გარემოს დაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ეს მათ მოვალეობაში არ შედის და პერიოდულად, ისინი ასეთ ღონისძიებებს კეთილი ნების საფუძველზე და ხალხის ჩართულობით ახორციელებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g