ტელეკომპანია “პირველის” მიერ გუშინ გავრცელებულ ვიდეოკადრებს, რომელიც მათი მტკიცებით, გლდანის ციხეშია გადაღებული და მასზე გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულები არიან ასახული, გარდაცვლილი ფეხბურთელის ბიძა სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“ახლაც დაიმართეთ ისტერიკები, რომ “უდანაშაულო” ანგელოზები სხედან ციხეში.
ჩვენზე მეტად მგლოვიარეები და ობიექტურები ხომ იყავით და ახლა რევაზიშვილს და ხომასურიძეს შეეჯიბრეთ მკვლელობის დეტალების ცოდნაში, აბა, თქვენ იცით.
ფარული ჩანაწერი
რევაზიშვილი: “მე იმის მეშინოდა, ჩვენი დნმ-ი არ ამოსულიყო ჩანთაზე, თორემ პირდაპირი მტკიცებულება იქნებოდა და აღარაფერი გვეშველებოდაო”.
არასრულწლოვანი ზ.ხ გიორგის ცემასა და მკვლელობაზე: “ვეხვეწებოდი ჩემებს დაანებეთ თავი, მაგრამ არ ჩერდებოდნენო”.
მუქარებზე, სამომავლო დანაშაულებზე და ანგარიშსწორებებზე აღარაფერს ვამბობ…
მიდით, გაათეთრეთ მკვლელები თქვე ნაგავებო, დღეის შედეგ ხმა როგორღა უნდა ამოიღოთ!”- წერს მირიან ნიკოლაძე.
4 დნმ-ის ნიმუში გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ჩანთაზე-როგორია ექსპერტიზის დასკვნა და ვის ეკუთვნის აღმოჩენილი დნმ-ის ნიმუშები
გიორგი შაქარაშვილის საქმეში ფიგურანტი 4 არასრულწლოვნი პატიმრობაში რჩება-დღევანდელი სასამართლოს გადაწყვეტილება
ტელეკომპანიის მტკიცებით, სხვადასხვა საკანში ჩამონტაჟებული ფარული ვიდეოჩანაწერი მათ ანონიმურმა წყარომ მიაწოდა. მათივე განცხადებით, ერთ-ერთი ვიდეოჩანაწერი გაკეთებულია არასრულწლოვანი ზ.ხ.-ს კამერაში.
როგორც აუდიოჩანაწერში ისმის, სავარაუდოდ ზ.ხ. ამბობს, რომ თუ მას გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანეს, მამამისი შურს იძიებს.
გარდა ამისა, ერთ-ერთი ვიდეო, TV პირველის მტკიცებით, ბრალდებულ ნიკოლოზ რევაზიშვილის საკანშია გადაღებული.
https://www.facebook.com/tvpirveli/videos/3332476420146598/