LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჭარის ტელევიზიის არცერთ თანამშრომელს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

120
1599391437-1599293024-aWaris-televizia

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლების პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

თანამშრომლების ტესტირების გარდა, გუშინ ღამით ტელევიზიისა და რადიოს შენობებს დეზინფექცია ჩაუტარდა.

როგორც ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ვახო ხუზმიაშვილი აცხადებს, დღეს ჩანიშნულია საინფორმაციო სამსახურის თათბირი, სადაც გადაწყდება, როდის აღადგენს მუშაობას ტელევიზია, მანამდე კი ეთერში საქართველოს პირველი არხი იმაუწყებლებს.

აჭარის ტელევიზიის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი გუშინ, 5 სექტემბერს დაუდასტურდა.

COVID-19-ის შემთხვევის გამო აჭარის ტელევიზიამ მუშაობა შეაჩერა

ცნობისთვის, საკითხზე დღეს კომენტარი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა გააკეთა. ამირან გამყრელიძის თქმით, ე.წ. აჭარის ტელევიზიის კლასტერი, დიდი ალბათობით, არ ჩამოყალიბდება. მისი განცხადებით, იქ ეპიდემიოლოგები აქტიურად მუშაობენ, რომ კონტაქტები, საჭიროების შემთხვევაში, თვითიზოლაციაში ან კარანტინში გადაიყვანონ.

 

თუ რაიმე განსაკუთრებული არ მოხდა, ჩაკეტვებზე საუბარი არ იქნება: გამყრელიძე

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g