ყაზახეთს ევროკავშირში პროდუქციის გატანა საქართველოს მეშვეობით სურს. ამის შესახებ ყაზახეთის ეროვნული კომპანია KAZAKH INVEST-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. აქვე აღნიშნულია, რომ საქართველოში ექსპორტი ყაზახური კომპანიებისთვის ევროპელ მწარმოებლებთან თანამშრომლობის შესაძლებლობებს ხსნის.
“უკვე დაწყებულია სამუშაოები პროდუქციის სერტიფიცირებისთვის, რათა მომავალში მისი ევროკავშირში რეალიზაცია მოხდეს. ჩვენი მწარმოებლები მზად არიან, სერტიფიცირების ყველა ეტაპი გაიარონ იმისთვის, რომ ევროპულ ბაზარზე შევიდნენ. ყაზახური პროდუქცია საქართველოში გაიყიდება, რაც ექსპორტის ზრდის შესაძლებლობას იძლევა”,- აცხადებენ კომპანიაში.
მათივე ინფორმაციით, ასევე მიღწეულია შეთანხმება ყაზახური ნაყინის საქართველოსთვის მიწოდებაზე, საწყის ეტაპზე საუბარია თვეში 4 კონტეინერზე.
შეგახსენებთ, ყაზახეთის ეროვნული კომპანია KAZAKH INVEST-მა თბილისში ბიზნესფორუმი გამართა, რომელზეც 19-მდე ყაზახური კომპანია წარადგინა.