LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილონ მასკი უსინათლოების განკურნებას ტვინის ჩიპით გეგმავს

248
elon musk

ილონ მასკმა წარადგინა ახალი ტექნოლოგია NEuralink, ტვინის ჩიპი რომელიც მონეტის ზომისაა და არანაირ დამხმარე კაბელებს არ საჭიროებს. ინოვაციური ქმნილების მიზანი ადამიანებისა და კომპიუტერის ერთმანეთთან ჩიპით დაკავშირებაა.

„ტესლასა“ და SpaceX–ის დამაარსებელს პრეზენტაციაზე თან ახლდა სამი გოჭი, რომლებმაც პირველ ცდებში მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიებაზე მყოფ საზოგადოებას საშუალება მიეცა, რომ ჩიპის მოქმედება რეალურ დროში შეეფასებინა. ნეირონულ სიგნალებს ერთ–ერთი გოჭი, სახელად გერტრუდა იღებდა. როგორც მასკმა დააზუსტა, გერტრუდას ჩიპი 2 თვის წინ დაუმონტაჟდა და შედეგები მართლაც ძალიან კარგია.

საინტერესო პროექტი ჯერ კიდევ 2016 წელს დაიწყო და მისი დამფინანსებელი პირადად მასკი გახდა. მას სურდა შეექმნა ტქნოლოგია, რომელიც ადამიანის თმაზე 10–ჯერ უფრო თხელი იქნებოდა და ისეთი დაავადებების განკურნებას შეუწყობდა ხელს როგორიცაა მეხსიერების დაქვეითება, უძილობა, ეპილეფსია, დამბლა და ა.შ.

ტექნოლოგიამ ადამიანის ტვინი და კომპიუტერი უნდა დაუკავშიროს ერთმანეთს. სისტემა 19 განსხვავებულ ცხოველზე დაიტესტა და შემთხვევათა 87%–ში შედეგები წარმატებული იყო.

ილონ მასკმა პროექტზე საუბრისას დააზუსტა, რომ ტექნოლოგიას ტვინის ნებისმიერ წერტილთან ექნება წვდომა და მისი საშუალებით შესაძლოა უსინათლეობიც კი განიკურნონ. მილიარდელი საკმაოდ ამბიციურია და ფიქრობს რომ სიახლეს პარკინსონის დავადების დაძლევაც კი შეუძლია.

„წინ ძალიან ბევრი სამუშაო გველის, ეთიკის და უსაფრთხოების საკითხები გვაქვს გადასაწყვეტი. იმისათვის რომ ადამიანმა ახალი ტექნოლოგიის მიღება შეძლოს, სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემა უნდა ქონდეს.“ – დააზუსტა მასკმა.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g