LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თბილისობა 2020“ არ გაიმართება

842
tbilisoba 2020

ეპიდვითარებიდან გამომდინარე, წელს „თბილისობა” არ გაიმართება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახი კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ღონისძიებები ლაივრეჟიმში ჩატარდება და მოსახლეობას ტელევიზორით შეეძლება ყურება.

„ყველამ იცით, რომ „თბილისობა” ტარდება ოქტომბრის თვის პირველ შაბათ-კვირას და არსებული რეალობიდან გამომდინარე, მოგვიწევს ამ ღონისძიებების გადადება. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანის ჯანმრთელობა და შესაბამისად, „თბილისობის” ღონისძიებები გაუქმდება. კულტურის სამსახურთან ვიმუშავებთ იმასთან დაკავშირებით, რომ კონცერტები მხოლოდ ლაივრეჟიმში დავგეგმოთ”, – განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g