საქართველოს ეროვნული ნაკრები პოდჩეტრტეკშია, სადაც ევროპის ჩემპიონატისთვის გენერალურ შეკრებაზე გადავიდა. სლოვენიის ეს მყუდრო დაბა იდეალური ადგილია მოსამზადებლად. საქართველოს ნაკრებიც უკვე მე-5 წელია, პოდჩეტრტეკის კომფორტულ სასტუმრო-სპორტკომპლექსში გადის შეკრებას და ყოველთვის, გუნდს მომზადების მხრივ პრობლემები არ შექმნია.
საქართველოს ნაკრები პოდჩეტრტეკში ადგილობრივი დროით 13:00 საათზე ჩავიდა, სადაც გუნდს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ვლადიმერ ბოისა დახვდა. სპორტული ეკიპირების კომპანია Spalding-თან თანამშრომლობა გრძელდება და ამ ფირმის წარმომადგენლებმა ნაკრების თითოეულ წევრს სახელდახელოდ ჩანთაში ჩალაგებული სრული ამუნიცია სასტუმროში დაახვედრეს.
სასტუმრო „ტერმე ოლიმპიაში“ მისვლისთანავე ნაკრების წევრებმა ისადილეს და დასასველებლად ნომრებს მიაშურეს. მთავარმმწვრთნელმა-ილიას ზუროსმა საღამოს 7 საათზე ვარჯიში დანიშნა, რომელიც არა დასატვირთად დაკომბინაციების დასამუშვებლად, არამედ მგზავრობით დაღლილი კუნთების მოსადუნებლად იქნება განკუთვნილი.
ნაკრებთან არ იმყოფება ზაზა ფაჩულია, რომელიც გუნდს თბილისში დაბრუნების შემდეგ – 7 აგვისტოს შეუერთდება.