„საპარტნიორო ფონდის“ ოფისში სს „თელასის“ კაპიტალში კუთვნილი აქციების წილის – 24.529%-ის გასასხვისებლად საჯარო აუქციონი ჩატარდა. საჯარო აუქციონში გამარჯვებულად შპს „ბესთ ენერჯი გრუპი“ დასახელდა, რომელმაც აქციები 10 527 467 აშშ დოლარად შეიძინა. საჯარო აუქციონის საწყისი ფასი შეადგენდა 10 511 211.08 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში.
აღსანიშნავია, რომ აუქციონში გამარჯვებული აქციებს შეიძენს იმ შემთხვევაში, თუ „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით მიიღებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თანხმობას.
ცნობისთვის, საჯარო რეესტრის მიხედვით, კომპანია „ბესთ ენერჯი გრუპის“ 100%-იანი წილის მფლობელი ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარიაა.