LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ამერიკელმა არიზონას უდაბნოს ბუშტებით გადაუფრინა

180

ცნობილმა ამერიკელმა ილუზიონისტმა, დევიდ ბლეინმა საზოგადოება კიდევ ერთხელ გააოცა. მამაკაცმა გააკეთა ის რაზეც ბევრ ჩვენგანს უოცნებია, ბუშტებით ცაში აფრინდა.

ილუზიონისტმა 50–მდე ჰელიუმის ბუშტით არიზონას უდაბნოს გადაუფრინა.

„ჩემი ყოველი იდეა თითქოს შეუძლებელი და მიუღწევადია. საბოლოო ჯამში კი საწინააღმდეგოს ვამტკიცებ ხოლმე“ – განაცხადა ბლეინმა აფრენამდე რამდენიმე წუთით ადრე.

ამერიკელმა თავის ტრიუკს „ამაღლება“ უწოდა და ის წინა მიღწევებთან შედარებით ყველაზე ამბიციური აღმოჩნდა. ილუზიონისტის პერფომანსი Youtube–ზე ლაივ რეჟიმში გადაიცემოდა და მას ნახევარმა მილიონმა ადამიანმა უყურა.

ილუზიონისტმა ჰაერში დაახლოებით ერთი საათი გაატარა და მიწას მშვიდობით დაუბრუნდა. მისი თავდაპირველი მიზანი 18 ათასი მეტრის დაპყრობა იყო, თუმცა საბოლოო ჯამში 24 ათასსაც კი გადააჭარბა.

მიწაზე დაფრენისას ილუზიონისტმა მხოლოდ მოკლე კომენტარი გააკეთა.

„ვაუ! ეს ნამდვილი საოცრება იყო!“

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g