ჯანმრთელობაზე, პატარებთან ურთიერთობასა და ორსულობაზე მსოფლიოში აღიარებულმა მეცო-სოპრანომ გადაცემა “იმედის დღეში” ისაუბრა.
ნინო სურგულაძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ არა მხოლოდ ბოლო სამი თვე, არამედ მთელი ორსულობის პერიოდში, მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. რაც შეეხება კვების რაციონს, მომღერალმა აღნიშნა, რომ სწორ კვებას ადრეც აქცევდა დიდ ყურადღებას.
ნინო სურგულაძე ტყუპების უსაყვარლეს ვიდეოს აქვეყნებს: “მშვიდ ღამეს გისურვებთ”
“ჩემი ძმა ექიმია და ოჯახში ყოველთვის იყო ამაზე საუბარი. ჩემი პროფესიიდან გამომდინარეც, რომ ვყოფილიყავი ჯანმრთელი ფიზიკურად, რაც სულიერ მდგომარეობასთან კავშირია. ხოლო როდესაც გავიგე ორსულობის შესახებ, მივხვდი რომ აქ უკვე მხოლოდ ჩემს თავზე არ უნდა მეზრუნვა და ძალიან ყურადღებით მივყევი ჩემი გინეკოლოგის რჩევებს. მან დამიდო 4 დღიანი, მოდი, დავარქვათ დიეტა, ჯანსაღი კვების რეჟიმი, რამაც მე გადამარჩინა. სანამ ამას დავიწყებდი, ეგრევე მოვიმატე 4-5 კილო. ეს ოთხდღიანი დიეტა ვატრიალე მთელი ცხრა თვე.
ეს იყო საათობრივი კვება. სამ საათში ერთხელ მცირე ულუფას მივირთმევდი , მაგალითად, ხორცს, პური ფაქტიურად, ამოვარდა.სადღაც ორი ნაჭერი იყო მთლიანად. თითქმის 4 კილომენტრს დავდიოდი ფეხით…ვიღებდი წყალს დიდი რაოდენობით. ხილს ცალკე ვჭამდი, აბსოლუტურად გამოყოფილად. გარდა ამისა, ვიღებდი ვიტამინებს.”- თქვა ნინომ.
https://www.facebook.com/imedisdghe/videos/1180779148960723