რადიო „არ დაიდარდოს“ და ლაშა რამიშვილის გადაცემას „ღვინო, დუდუკი, ქალები“ ანსამბლი ,,შვიდკაცა” ესტუმრა, რომლებმაც ისაუბრეს ანსამბლის შექმნის ისტორიაზე და მოგვიტანეს ახალი სიმღერა სახელწოდებით ,,იმერეთი დამივლია”.
მოგვიყევით იმ წარმატებაზე, რომელსაც მიაღწიეთ..
პირველ რიგში მოგესალმებით, დიდ მადლობას გიხდით ჩვენი მოწვევისთვის, ჩვენი ანსამბლი 22 წელია არსებობს. პირველი ნაბიჯები დაიწყო ,,თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტში”, ასე ჩამოყალიბდა ანსამბლი ”ფესვები”, ამის შემდეგ ბევრმა სხვა პროფესია გააგრძელა და დავრჩით შვიდნი, იმ პერიოდიდან ვგალობთ სამების საკათეტრო ტაძარში და პატრიარქის ლოცვა-კურთხევით დაგვერქვა ,,შვიდკაცა”. ეს სახელი შემოგვთავაზა კახიძეების ოჯახმა, კერძოდ კი ბატონმა თენგიზმა, რომელიც მთავარი ,,შვიდკაცას” წევრი გახლდათ.
რამდენად რთული იყო ქართული-ხალხური სიმღერის მწვერვალზე ასვლა?
არ გვიფიქრია არასდროს, რომ ვინმესთვის კონკურენცია გაგვეწია, ჩვენ უბრალოდ გვსიამოვნებდა ერთად ყოფნა, სიმღერა და რაც გამოგვდიოდა იმას ვაკეთებდით მაქსიმალურად, დანარჩენი კი ცხოვრებამ მოიტანა. სანამ იქნება ანსამბლ ,,შვიდკაცას” მსმენელი და მაყურებელი, იქამდე ვიარსებებთ ჩვენც.
მომიყევით 2018 წელს ჩატარებულ თქვენს სოლო კონცერტზე, რომელიც ,,ბლექ სი არენაზე” ჩატარდა..
ჩვენი ყოველი საიუბილეო საღამოს მუსიკალური ხელმძღვანელი გახლავთ ნიკოლოზ რაჭველი, მაშინ იყო 20 წლის საიუბილეო საღამო და სწორედ მანდ შევასრულეთ პირველად, ცაბაძის ”მუხამბაზი”, რომელიც გაორკესტრდა ნიკოლოზ რაჭველის მიერ. შემდეგ კი არანჟირებაში დაგვეხმარა დავით მაზანაშვილი. ეს იყო დაუვიწყარი საღამო ჩვენი ანსამბლის ისტორიაში. ამავე წელს მივიღეთ მონაწილეობა ფიროსმანის გამოფენაში,რომელიც ჩატარდა ვენაში, ალბერტინას მუზეუმში, რომელიც მნიშვნელოვანი ფაქტი იყო ჩვენს ცხოვრებაში.
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები..
სამომავლო გეგმები დიდია, ვწერთ სიმღერებს, ვართ ახლის ძიებაში და არ ვჩერდებით. მოგიტანეთ ახალი სიმღერა ქალბატონი მაცაცო სებისკვერაძის ,,იმერეთი დამივლია”, რომელსაც ადრე მღეროდა დიდი ქართული ხმები, თუმცა ეს არის განსხვავებული ვერსია. ლექსი არის ხალხური, ჩაიწერა ბრავო სტუდიაში და არანჟირებაც ეკუთვნით მათ, სოლისტი კი გახლავთ ნოდარ მეტრეველი.
შვიდკაცა – იმერეთი დამივლია
გადაცემის აუდიოჩანაწერი
შვიდკაცა – ალუბლის ხე. Live
შვიდკაცა – საარშიყო (გოგოვ ერთმანეთის). Live
შვიდკაცა. ვიდეო კოლაჟი
ფოტოები