ანსამბლმა ,,ქართული ხმები” მონაწილეობა მიიღო ,,პრაიმშოუს” სეზონის გახსნაში. მათ ნოე სულაბერიძისა და ოპერის კამერატას აკომპანემენტით გია ყანჩელის სიმღერა ,,ჰერიო, ბიჭებო” შეასრულეს. მაყურებელმა გამოქვეყნებული ვიდეოს ქვეშ აღფრთოვანებული კომენტარები არ დაიშურა.