LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისში, სკოლის 21 თანაშრომელს, მათ შორის დირექტორს, კორონავირუსი დაუდასტურდა

325
unnamed

ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლის 21 თანაშრომელს, მათ შორის დირექტორს და მოადგილეს, კორონავირუსი დაუდასტურდა. პასუხი ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.

ინფორმაციას ადასტურებს სკოლის დირექტორის მოადგილე ნათია ხაზარაძე. მისი თქმით, თანამშრომლების ნაწილი ამ დროისთვის სკოლაში იმყოფება და სასწრაფო დახმარების ჯგუფებს ელოდებიან.

მისი თქმით, ამ დროისთვის სიმპტომი არავის აქვს.

აღნიშნული სკოლის 50-მდე თანამშრომელს „კოვიდ-19“-ზე ტესტირება ჩაუტარდა. მათთვის ანალიზის ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც გაირკვა, რომ ერთ-ერთი პედაგოგი, რომელიც თბილისში, ქორწილში იმყოფებოდა, კოვიდინფიცირებული პირის კონტაქტია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g