LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენ არავის მივცემთ საშუალებას, რომ გვიკარნახოს ჩვენი მომავალი – პეტრო პოროშენკო

99

“ჩვენ არავის მივცემთ საშუალებას, რომ გვიკარნახოს ჩვენი მომავალი,” – ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ, საქართველოს პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ  “ორ ქვეყანას მყარი და მეგობრული ურთიერთობები უკვე წლებია, აკავშირებს”.

პოროშენკოს თქმით, უკრაინას, საქართველოს მსგავსად, ოკუპაციის პრობლემა აქვს და ორივე ქვეყანა ვალდებულია, საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობა და დემოკრატია დაიცვას.

უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტს დახვედრისა და ყურადღებისთვის მადლობა გადაუხადა.

“აუცილებელია, შევინარჩუნოთ და დავიცვათ უკრაინის და საქართველოს სუვერენიტეტი, უკრაინის და საქართველოს დამოუკიდებლობა. დავიცვათ ჩვენი თავისუფლება და ჩვენი დემოკრატია. საფრთხეები ჩვენი დემოკრატიის და დამოუკიდებლობის არის ერთი და იგივე. ჩვენ არავის მივცემთ საშუალებას, რომ გვიკარნახოს ჩვენი მომავალი.

“უკრაინელებს შეუძლიათ, ჰქონდეთ ქართველი მოძმე ხალხის იმედი, როგორც ქართველ ხალხს შეუძლია ჰქონდეს უკრაინელი ხალხის მტკიცე მხარდაჭერის იმედი. ასე იყო 2008 წელს, ასე იყო 2014 წელს და ახლაც არის ასე,“ – განაცხადა პეტრო პოროშენკომ.

უკრაინის პრეზიდენტმა იმ ქართველ ჯარისკაცებზე ისაუბრა, რომლებიც უკრაინაში ბრძოლის დროს დაიღუპნენ. პეტრო პოროშენკო ამბობს, რომ უკრაინელი ხალხი ქედს იხრის მათი ხსოვნის წინაშე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები