LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ქართველი გოგო, რომელიც კენდალ ჯენერთან მსგავსების გამო, უცხოური მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა

2948
BeFunky-collage (13)

თავის მოვლის, სრულყოფილი მაკიაჟისა და ახალი პროდუქტების შესახებ ცოდნის გაზიარებისთვის ქართველი ბლოგერები სოციალურ ქსელში ერთ-ერთ გამორჩეულ კონტენტს ქმნიან, რაზეც მათი გამომწერების რაოდენობაც მიანიშნებს. მათ შორის არის თეონა ჭაჭუა, რომელსაც “ინსტაგრამზე” 96 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს.

თუმცა, 29 წლის ქართველი ბლოგერი უცხოური გამოცემების ყურადღების ცენტრში მაღალანაზღაურებად მოდელ კენდალ ჯენერთან მსგავსების გამო მოექცა.

 

https://www.facebook.com/giorgidaneliavlog/videos/733293290582978

 

საქმე იმაშია, რომ ბრიტანულმა გამოცემამ Daily Mail-მა თეონასთან პატარა ინტერვიუ ჩაწერა.

“რაც მეტ ფოტოს ვაქვეყნებდი სოციალურ ქსელში, მით მეტი შეტყობინება მომდიოდა მსგავსების შესახებ. ღიმილით ვპასუხობდი, შეიძლება ოდნავ… რეალურად ჩვენ არ ვგავართ ერთმანეთს, ის ჩემზე საკმაოდ მაღალია” – ღიმილით ამბობს თეონა ჭაჭუა.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g