უკვე დიდი ხანია, რაც მედია ბრიტანელი მსახიობების, ემილია კლარკისა და მეთ სმითის რომანზე წერს. გუშინ პაპარაცებმა წყვილის ერთად გადაღება მოახერხეს. წყვილი ფოტოგრაფებმა ლონდონში, პაემანზე დააფიქსირეს. შეყვარებულები ჯერ რესტორნიდან გამოვიდნენ, შემდეგ კი, ლონდონის ქუჩებში გაისეირნეს.
„სამეფო კარის თამაშებისა“ და სერიალ „გვირგვინის“ ვარსკვლვები ერთმანეთს 2015 წლიდან იცნობენ, თუმცა, სავარაუდოდ, ისინი რამდენიმე თვეა ერთმანეთს ხვდებიან.