მორაგბე რამაზ ხარაზიშვილის დაჭრის ფაქტზე დაკავებულ რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს, მერაბ ბესელიას ბრალს დღეს ოფიციალურად წარუდგენენ, რის შემდეგაც უკვე სასამართლო აღკვეთის ღონისძიების საკითხზე იმსჯელებს.
გამოძიება ჯანმრთელობის დაზიანებისა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვა ტარების მუხლებით მიმდინარეობს.
რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი სამართალდამცავებმა გუშინ, მცხეთაში დააკავეს. მერაბ ბესელია, ამ დროისთვის, ზაჰესის იზოლატორში იმყოფება.