C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში მკურნალობის კურსის გავლის შემდეგ პაციენტთა 98 % პროცენტი სრულად განიკურნა.
2015 წლიდან დღემდე პროგრამაში 40 000 პაციენტი ჩაერთო. მკურნალობის კურსი უკვე დაასრულა 30 000 ადამიანმა, ანალიზებით დადგინდა, რომ პაციენტთა 98% სრულად განიკურნა .
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველო C ჰეპატიტის მაღალი გავრცელების ქვეყნებს მიეკუთვნება . 2015 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის 5,4 პროცენტი, ანუ 150 000 ადამიანი C ჰეპატიტის ვირუსითაა დაინფიცირებული. ინფიცირებულთა 70 პროცენტს დაავადების სიმპტომები ადრეულ ეტაპზე არ უვლინდება და შესაძლებელია, 10 000-მდე ადამიანმა ჯერაც არ იცოდეს, რომ ინფიცირებულია.
დავაადებათა კონტროლის ცენტრი ჰეპატიტების კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა ტიპის საიფორმაციო კამპანიის წარმოებას და მოსახლეობის ინფორმირებას გეგმავს, რათა მათ დროულად ჩაიტარონ სკრინინგი.
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში უფასოა როგორც სკრინინგული კვლევა, ასევე – მკურნალობის სრული კურსიც.