მეხუთე თაობის კროსოვერმა Hyundai Tucson–მა რადიკალური ვიზუალით ყველა გააოცა. როგორც რამდენიმე ექსპერტმა შეაფასა უამრავი ხაზის დამსახურებით ავტომობილი ორიგამის ფიგურას უფრო გავს ვიდრე ავტომობილს. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის და მოდელმა ექსტრიერის გარდა ბევრი სხვა საინტერესო დეტალიც მიიღო.
კროსოვერს ორიგინალური და ლაკონური ინტერიერი, თანამედროვე ელექტრონიკა, სხვადასხვა აგრეგატების სიმრავლე და ჰიბრიდული ძრავი აქვს.
წინა თაობების Tucson მსოფლიო ბაზრის ლიდერად ითვლებოდა, ასე რომ სიახლესაც დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებენ.