შვეიცარიის ქალაქ შაფჰაუზენში მომხდარი თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა, მათგან ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
„ინდეფენდენთის“ ინფორმაციით, სამართალდამცველები ცდილობენ, თავდასხმაში ეჭვმიტანილი მამაკაცი დააკავონ.
ჟურნალისტებთან ერთ-ერთი მაღაზიის მფლობელმა განაცხადა, რომ ქუჩაში დაინახა მამაკაცი ელექტროხერხით, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია, ჯერ-ჯერობით, ოფიციალურად არ დადასტურებულა.
საჰაერო სამაშველო სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ქალაქში ორი სამაშველო ვერტმფრენი გაუშვეს.
სხვა დეტალები, ამ დროისთვის, ცნობილი არ არის.
Die Polizeisperre in der Vorstadt #Schaffhausen #Grossaufgebot #Kettensäge pic.twitter.com/Jdzp999MTA
— Sebastian (@s_j_kummer) July 24, 2017