„სამწუხაროდ, აბსოლუტურად გაუგებარი მიზეზების გამო, რომელსაც არანაირი ტიპის ლოგიკა არ ჰქონდა, არ მომეცა საშუალება, რომ BLACK SEA ARENA-ზე თეონა ცირამუა დამეჯილდოვებინა,“ – ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა, გორის ქალთა კაპელას ხელმძღვანელის ღირსების ორდენით დაჯილდოების ჩაშლასთან დაკავშირებით გააკეთა.
„გამომდინარე იქიდან, რომ კომუნიკაცია ყველა მიმართულებით არსებობდა, ვიცოდი, რომ თეონა ცირამუას პრეზიდენტის ღირსების ორდენით დაჯილდოება უნდა მომხდარიყო BLACK SEA ARENA-ზე,“ – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა ად დასძინა, რომ სწორედ ამიტომ არის მისთვის გაუგებარი ის, რაც გუშინ მოხდა.